რეზონანსი
06.02.2024

ქედის მუნიციპალიტეტში, განვითარებული მეწყრის შედეგად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძე გარდაიცვალა. იგი სო­ფელ წო­ნი­ა­რის­ში, სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, მე­წყრის ჩა­მო­წო­ლის შედეგად დაიღუპა.

„სახლიდან გამოვიდნენ, რადგან ზვავი ჩამოწვა, ცოლიც გამოჰყვა გარეთ, მაგრამ კაცი სახლში შებრუნდა მობილურის ასაღებად. ამ დროს ჩამოწვა მეწყერი და ჩაიმარხა…

მაშველები ვერ მოვიდნენ უგზოობის გამო, მაგრამ ყველა ცდილობდა ამოყვანას. რომ ამოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო. შემოვლითი გზებით გადაიყვანეს კლინიკაში, 57 წლის იყო.

მეწყერსაშიშ ზონაში იყო ეს სახლი, ქირით იყო გაყვანილი ოჯახი, ხელვაჩაურში აქვთ ნაქირავები ბინა, მაგრამ ცოლ-ქმარი სოფელში იყო“ - განუცხადეს ადგილობრივებმა „ბათუმელებს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×