რეზონანსი
06.02.2024

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ანგარიში „ქრონიკაში" შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში ნიშანდობლივი იყო თვალთმაქცობა და სიყალბე.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში თვალთმაქცობა და სიყალბე იყო ნიშანდობლივი. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტს მივმართავ - ერთი-ორი ნეგატიური პუნქტი მაინც მოიტანოს და კონკრეტულად ისაუბროს. მე მოვიტან უშველებელ სიას იმ პოზიტიური საქმეების, რაც ამ კაცს ქვეყნისთვის გაუკეთებია. ყველაზე შემაძრწუნებელი არის მიმართვა ახალგაზრდებისთვის იმ მინიშნებით, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდნენ, თითქოს და ევროპულ მომავალს რაიმე საფრთხე ემუქრება. საფრთხე ევროპულ მომავალს კი არ ემუქრება, საფრთხე საქართველოს არსებობას ემუქრება, თუკი ასეთი თავქარიანი ადამიანების ხელში ჩავარდება ჩვენი ქვეყანა. ესენი (რადიკალური ოპოზიცია) მზად არიან სამსხვერპლოზე მიიტანონ ადამიანის სიცოცხლე, ოღონდ როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×