რეზონანსი
06.02.2024

ფინანსთა მინისტრს მინდა ვკითხო, ასეთი „ქეისია": „ლელოს" თაღლითური სქემაა, რომ ამომრჩეველს ჰპირდებიან 1000 - ლარიან პენსიას, რაშიც თავადვე აღიარებენ, რომ ახლა კი არა, სადღაც 4-5 წლის თავზე ბიუჯეტი უნდა გავაორმაგოთო, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ლაშა ხუციშვილს.

ის დაინტერესდა, არსებობს თუ არა ამის თეორიული შანსი და მოიპოვება თუ არა მსოფლიოში მსგავსი პრაქტიკა.

„რა თეორიული შანსები არსებობს ან სადმე მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა მოიპოვება თუ არა, რომ ბიუჯეტი 4 წელიწადში გაორმაგდეს. ზუსტად ვიცი, ეს თაღლითური სქემა, რომელსაც საკუთარი ამომრჩევლის მოსატყუებლად იყენებენ, ფაქტობრივად, აწყობილია იმაზე, რომ 4 წლის თავზე ბიუჯეტი არ ორმაგდება და მათი გამარჯვების შემთხვევაშიც, ვადა რომ ამოეწურებათ, მერეც კი არ იქნება 1000 - ლარიანი პენსია გაცემული. ცოტა უფრო დეტალურად რომ გვითხრათ ამ თაღლითური სქემის შესახებ", - მიმართა ნინო წილოსანმა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×