რეზონანსი
06.02.2024

"საქმე გვაქვს საკმაოდ მასშტაბურ სტიქიასთან... ქედასა და ხულოში 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას", - თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, მაღალმთიან აჭარაში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები.

"სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის შედეგად. ჩვენი ორი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა ამ სტიქიურმა მოვლენებმა. მე კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას: ქედის მუნიციპალიტეტიდან 70 ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას, შუახევის მუნიციპალიტეტიდან -19, ხულოს მუნიციპალიტეტში - ერთი. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. პრობლემებია გზებზე. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. არა ერთი ზარი შემოდის. ვცდილობთ, ეტაპობრივად დავეხმაროთ ყველა ოჯახს საჭიროების მიხედვით. მინდა, ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები, თავი შეიკაონ გზებზე გადაადგილებისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×