რეზონანსი
06.02.2024

ემოციებზე თამაში არის პოლიტიკური ტრიუკი და მეტი არაფერი, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი, ლევან დავითაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განცდა აქვს, პარლამენტში სხვა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს უსმენს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პარლამენტში გიორგი ვაშაძის კითხვები წლების განმავლობაში არ იცვლება და ერთი და იმავე გამოსვლას ვისმენთ.

„ბატონი ვაშაძის კითხვა არ არის ახალი. ერთი და იმავე გამოსვლას ვისმენთ ხოლმე ბატონი გიორგი ვაშაძისგან. წლების განმავლობაში ტექსტი აბსოლუტურად ერთი და იგივეა, არ იცვლება არცერთი სიტყვა. არ ეხება საერთოდ სტატისტიკას, არ არის არცერთ სტატისტიკურ მონაცემზე დამყარებული. ეს არის მოსახლეობის ემოციებით თამაშის მცდელობა. გვესმის, რომ დღეს საქართველოში საუკეთესო მდგომარეობა არ არის და ჩვენ ქვეყანაში გაჭირვება ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემა და გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრობს",  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×