რეზონანსი
06.02.2024

მგონი, ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს" ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა უმრავლესობის წევრის, ნინო წილოსანის კითხვას, რომელმაც გააკრიტიკა „ლელოს" ინიციატივა 1000 - ლარიან პენსიასთან დაკავშირებით და ფინანსთა მინისტრს მიმართა, „რა თეორიული შანსები არსებობს ან მოიპოვება თუ არა სადმე მსოფლიოში ასეთი პრაქტიკა, რომ ბიუჯეტი 4 წელიწადში გაორმაგდეს".

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.

„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის გამავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, ასეთ შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება", - განაცხადა ხუციშვილმა ნინო წილოსანის კითხვაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×