რეზონანსი
08.02.2024

საზღვარგარეთ მყოფ ყველა ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ამის საშუალება ექნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

„არჩევნებში დიასპორის მონაწილეობასთან დაკავშირებით კითხვას გუშინ გავეცი პასუხი და გავიმეორებ - დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ჩატარდება არჩევნები, რაც არის საერთაშორისოდ აპრობირებული პრაქტიკა. შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფ ყველა ადამიანს, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ამის საშუალება ექნება. გვესმის, რომ ყველა ქვეყნის ყველა ქალაქი და რეგიონი ვერ დაიფარება. ეს არის პრობლემა. გავიხსენებ კიდევ ერთხელ, რომ იყო ერთი იტალიური ქალაქი, რომელთან დაკავშირებითაც გაშლილი იყო ძალიან სერიოზული კამპანია. გვეუბნებოდნენ, რომ იქ ცხოვრობდა და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ათობით ათასი ადამიანი. გაიხსნა საგანგებოდ დიპლომატიური წარმომადგენლობა მოკლე ვადით და 100 კაციც არ მისულა იმ უბანზე არჩევნებზე. ეს ყველაფერი არის პოლიტიკურ ქულებზე გათვლილი სპეკულაციები. თუმცა ესეც დემოკრატიაა და ესეც თქვენი უფლებაა", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×