რეზონანსი
08.02.2024

გასულ წელს პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ზრუნვის ხარისხი მოქალაქეებზე თვისებრივად გაუმჯობესდა.

„გასულ წელს პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას. დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რაოდენობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თვისებრივად გაუმჯობესდა სახელმწიფოს ზრუნვის ხარისხი ჩვენს მოქალაქეებზე. საბოლოო ჯამში, ეს თანხები ჩვენს მოქალაქეებთან მიდის. არ ვიცი, როდესაც გადასინჯვის პროცესები გაგრძელდება როგორ აისახება ბაზებზე. საბოლოოდ, ის თანხები, რაც გამოყოფილია მოქალაქეებამდე მიდის", - აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×