რეზონანსი
09.02.2024

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და რუს­თავ­ში. ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირი შე­იჭ­რა და ცე­ცხლი გახ­სნა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია 4 პირი და დაჭ­რი­ლია ერთი.

ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ო.- მ. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაა, და­შა­ვე­ბუ­ლი კი მისი ბი­ძაშ­ვი­ლი.

მოკ­ლულ 4 ადა­მი­ანს შო­რის არის ტაქ­სის მძღლიც, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან არ წა­იყ­ვა­ნა.

„კა­იფ­ში იყო, მი­ვი­და ბი­ძას­თან, რო­მე­ლიც ხორცს ყიდ­და. ნი­სი­ად მო­მე­ციო, უთხრა, რაზეც უარი მი­ი­ღო, ამან ამო­ი­ღო და გა­ის­რო­ლა. სამი ადა­მი­ა­ნი, ბაზ­რო­ბა­ზე მოკ­ლა და ასე­ვე ცე­ცხლი გა­უხ­სნა, ტაქ­სის მძღოლს, რო­მელ­მაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ წა­იყ­ვნა. ისიც და­ი­ღუ­პა" - ამბობს წყა­რო „ambebi,ge"-სთან.

პოლიციამ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გ.ო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი 112-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ქა­ლაქ რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის თა­ო­ბა­ზე.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დად­გინ­და, რომ ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ო.- მ.სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ოთხი პირი, მათ შო­რის ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ბა­ზარ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი.ხოლო დაჭ­რი­ლია ერთი პირი, ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×