რეზონანსი
09.02.2024

არ მჯერა, რომ პრეზიდენტის იდეიდან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იდეა არის სწორი და დროული, რათა პროევროპული პარტიების კონტური მოიხაზოს.

„თუ გვინდა, ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვალოს, ვერცერთი ოპოზიციონერი ამას ვერ შეძლებს. შესაბამისად, რაღაც ერთობა აუცილებელია. სწორედ ამას ეხმიანება ინიციატივა. არ მჯერა, რომ აქედან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან. ვნახოთ, ამბიციების მოთოკვას შევძლებთ, თუ არა. აქამდე რომ ვერ შევძელით, ამიტომ ვერ შევძელით ხელისუფლების ცვლილებაც. ამიტომ, სწორი დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ", - აღნიშნა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×