რეზონანსი
09.02.2024

არასამთავრობო სექტორში ნომერი პირველი პრობლემა არის ის, რომ ისინი უცხო ძალების აგენტურაში ჩაერთნენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ყველა გამოსვლა არის უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესების გატარება.

„სუს-მა როცა ადამიანები აღმოაჩინა, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტებს, არასამთავრობო სექტორმა ამ ხალხის მხარდაჭერაც კი გამოაცხადა. წესით არასამთავრობო სექტორი თავისი უწყებების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, ამ დროს კი, უცხო ქვეყნების ინტერესებს იცავენ და არა იმ ქვეყნისას, რომლის მოქალაქეებიც არიან. ამიტომ, პრობლემა მხოლოდ გაუმჭვირვალობაში არ არის. მათი ყველა გამოსვლა არის უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ინტერესების გატარება და არა საქართველოსი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×