რეზონანსი
09.02.2024

შალვა პაპუაშვილის წერილი არის იდეალურად, ზუსტად და კორექტულად ჩამოყალიბება იმ აზრისა, რა პრობლემებიც არსებობს არასამთავრობო სექტორში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხელ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, ამას ყველა აღიარებს, ყველა სახელმწიფოში ეს დოგმატურად მოქმედებს და ყველასთვის ეს გასაგებია.

„როგორც არ უნდა ისაუბროს ვინმემ, მაგალითად ეკა გიგაურის პოლიტიკურ მიუკერძოებლობაზე, ვინმეს დავაჯერებთ საზოგადოებაში? რაც არ უნდა სირაქლემას პოზიციაში ჩავდგეთ და ვთქვათ, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობს, საზოგადოება ხომ ძალიან კარგად ხვდება ჯერ კიდევ ათწლეულების წინ შერქმეული გრანტიჭამიების სტატუსიდან გამომდინარე, რომ ეს პრობლემა არსებობს რეალურად. სამწუხაროდ, არსებობს მავნებლური პრაქტიკა არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური მიზნების გამოყენებისთვის. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე, ამას ყველა აღიარებს, ყველა სახელმწიფოში ეს დოგმატურად მოქმედებს და ყველასთვის ეს გასაგებია. არავის ამაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ნახეთ, არსებობს ვთქვათ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „დროა", პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების შემთხვევაში ყველა ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება იყოს გაუმჭვირვალე და დახურული და არსებობს პოლიტიკური ორგანიზაციის გვერდზე იგივე ადამიანები რომ არიან ჩართული, არა პოლიტიკური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა". მის შემთხვევაში დაფინანსება შეიძლება იყოს გაუმჭვირვალე. ეს ლოგიკურად გეჩვენებათ ვინმეს? რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას. ამაზე საუბრობს წერილში შალვა პაპუაშვილი. საუბრობს იმაზე, რომ თუკი პოლიტიკურ პროცესში ჩართული სუბიექტისთვის, პოლიტიკური პარტიის ფული საიდან მოდის ამას უნდა ხედავდეს საზოგადოება, პოლიტიკურ ორგანიზაციებზე მეტ დაფინანსებას იღებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც მთლიანად ჩრდილში მოაქცია სექტორი, აღარავის ხმა არ ისმის, გარდა ამ რამდენიმე ანგაჟირებული, მდიდარი ორგანიზაციისა, ნუთუ იმათ შემთხვევაში ეს გამჭვირვალობა არ არის აქტუალური? თავის დროზე, როდესაც თვითონ არასამთავრობოებს ჰქონდათ ინიციატივა, რომ გავაკეთოთ ეს გამჭვირვალედო, ახლა რატომ აღარ არის ეს აქტუალური? დავსვათ ეს კითხვა რიტორიკულად და იქვე აღმოვაჩენთ, რომ შალვას შეფასებები იყო აბსოლუტურად დროული და კორექტული", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×