რეზონანსი
10.02.2024

აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა. 64 სენატორიდან, ვინც განხილვას მხარი დაუჭირა, 14 "რესპუბლიკელი" იყო.

The Hill-ის მიხედვით, 95.3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარს, ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარს, ღაზის, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდ დოლარს და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდ დოლარს მოიცავს.

ცნობისთვის, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა, კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც ის "რესპუბლიკელებმა" დაბლოკეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×