რეზონანსი
11.02.2024

ესტონეთი აპირებს, გააგრძელოს თავდაცვის ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, რომ ის არ აპირებს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა განაცხადა.

პევკურის თქმით, ვლადიმერ პუტინის დამამშვიდებელი განცხადებების არ სჯერა. ის კატეგორიულად უარყოფდა უკრაინაში შეჭრის გეგმას მანამ, სანამ ქვეყანაში არ შეიჭრა.

"ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტს. გჯერათ ვლადიმერ პუტინის იმის შემდეგ, რასაც ის ამბობდა და როგორც იქცეოდა მრავალი წლის განმავლობაში?", - თქვა მან.

მინისტრის თქმით, ესტონეთი ზრდის მზადყოფნას „და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს".

ცნობისთვის, ამერიკელ ჟურნალისთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ არ განიხილავს პოლონეთზე ან ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმას, რადგან რუსეთი ამით დაინტერესებული არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×