რეზონანსი
11.02.2024

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, ბაიდენი „მენტალურად კატასტროფულ" მდგომარეობაშია.

ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას განაცხადა.

რაც შეეხება საიდუმლო დოკუმენტების საქმეს, ტრამპის თქმით, მასსა და ჯო ბაიდენს შორის ის განსხვავებაა, რომ ბაიდენმა დოკუმენტები მაშინ წაიღო, როდესაც სენატორი იყო, ხოლო ტრამპის შემთხვევაში, ის პრეზიდენტი იყო და პრეზიდენტის ჩანაწერების შესახებ კანონი აძლევდა ამის საშუალებას. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეს ქეისი მიანიშნებს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.

სამხრეთ კაროლინაში გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენი მოიხსენია, როგორც თაღლითი ჯო.

„პროკურორმა განაცხადა, რომ ის მენტალურად კატასტროფულ მდგომარეობაშია და მან განზრახ მოიპარა საიდუმლო დოკუმენტები, განზრახ თავისი მენტალური მდგომარეობის გამო", - აცხადებს ტრამპი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×