რეზონანსი
11.02.2024

რამდენიც არ უნდა თქვან, რომ კონფლიქტი არ არსებობს და შიდა დაპირისპირება არ იყო, იყო - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ "ტვ პირველთან" საუბარში განაცხადა.

ბესელია სავარაუდო კორუფციაში მხილებული პირების წინააღმდეგ კარც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას გამორიცხავს, რადგან მისი თქმით, კობახიძეს შურისძიებების რეალიზება უყვარს.

რამდენიც არ უნდა თქვან, რომ კონფლიქტი არ არსებობს და შიდა დაპირისპირება არ იყო - იყო და რა თქმა უნდა, კობახიძე დაიწყებს ძალიან ბევრი ადამიანის შეცვლას, რომელიც უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილს. პირადი შურისძიებების რეალიზება უყვარს ამ ადამიანს და სისხლის სამართლის პასუხისგებასაც ვგულისხმობ. არ არის გამორიცხული, რომ მათ გამოიყენონ საგამოძიებო ინსტრუმენტები, მექანიზმები მათთვის არასასურველი, კობახიძისთვის არასასურველი პიროვნებების წინააღმდეგ. საბოლოო გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, შეათანხმებს ბიძინა ივანიშვილთან, - ამბობს ბესელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×