რეზონანსი
12.02.2024

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიასი 640 ლარი აქვს ხელფასი. დასძენს, რომ შრომისა და ცოდნის სანაცვლოდ ადექვატური ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.

70 წლის კაცი შემხვდა, როგორ გელოდებოდი ყველა საღამოს და არ ჩანხარო, ავუხსენი სიტუაცია და მეუბნება, შენ გარეშე რომ გადიოდა პროგნოზი ისიც არ გადის, ასეთი რამ ჯერ არ გამიგია წამყვანი ამბობდა დღეს ამინდი არ იქნებაო, შემდეგ დღეებში მართლაც აღარ იყოო...

რატომ ვწერ ამას? მე არაფერ შუაში ვარ, ტელევიზიას ჰყავს უკვე წელიწადზე მეტია ახალი ხელმძღვანელობა, ეს ადამიანები თვლის, რომ არ არის საჭირო საღამოს პროგნოზი წამყვანთან ერთად... რომ უკვე აღარსად აღარაა ასე (საინტერესოა რა არხს უყურებენ) 

ჯერ გადაცემა ,,სად არის დარი" ვერ გავიდა ეთერში, სადაც ამინდი უფრო ვრცელი უნდა ყოფილიყო, შემდეგ საერთოდ გააუქმეს, ამის შემდეგ საინფორმაციოდან გამომიშვეს უფრო უხდები დილის გადაცემასო, სადაც მართლაც არაჩვეულებრივი გუნდია, მაგრამ ვერ გამიგია, თუ ვისაც სად გვეკადრება იქ უნდა ვიყოთ, მაშინ ჩემი დირექტორი ამ სიტყვების ადრესატი - მხატვარია და ხატოს, მგონი ლოგიკურია, ასეთი ფიქრებზე ასეთი პასუხი... 

მაინტერესებს აჭარის ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობა, რატომ არ უყურებს რეიტინგს, რატომ არ ფიქრობს იმ ადამიანებზე, ვისი ფულითაც ვღებულობთ ხელფასს ამ შემთხვევაში საზოგადოების, რა მოსწონთ მათ?

სხვათაშორის დილის გადაცემაში ხელფასი მაქვს 640 ლარი, არ იფიქროთ ვმდიდრდები, მოვითხოვე მომატება, რაზეც დირექტორმა მითხრა, რომ ამას ვიმსახურებ, სხვები ღამეებს ათევს და მე არ ვარ დატვირთული, ნუ ვევაჭრები... ნეტა მაინც თუ შემოუვლია ღამით ოდესმე და უნახია ვინ ათევს ღამეს, ვერ ვიტან ჭორების დონეზე მიტანილი ამბების თავზე მოხვევას... 

დიახ ბატონო დირექტორო კიარ გევაჭრებით გამოცდილი ვაჭარი ვარ, ჩემი დიდი ბაბუა გამოცდილი სოვდაგარი იყო...  ის, რომ ადეკვატური ანაზღაურება უნდა მქონდეს, ჩემი ცოდნის და შრომის სანაცვლოდ მე არ მომიგონია, თანამედროვეობამ მოიტანა... დრო ფულია... 

არ ვიცი შეიძლება ვცდები და მითხარით, კარგი,  გამოცდილი მენეჯერი თანამშრომელს ეუბნება, რომ თუ არ მოსწონს ანაზღაურება წავიდეს? რომ შეუცვლელები არ არსებობენ და ყველას ივიწყებენ? ისე 8 დღით წავედი შვებულებაში და კი დავინახეთ რანაირად ჩავნაცვლდი, ამინდი საერთოდ არ გადიოდა... 

ამ ყველაფერს ვწერ, იმიტომ რომ გული შემტკივა, როცა არაფერი კეთდება და არც იყო ისიც ინგრევა, როცა ადამიანები მელოდებიან და მე არ ვჩანვარ, იმედს ვუცრუებ მაყურებელს და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა... 

დირექტორს კი უბრალოდ ვურჩევდი, რომლის თავაზიანობის უკანაც, ბევრი სხვა რამ არის დაფარული  - თუ თქვენ ვერ დაინახავთ სხვა ადამიანში, მეგობარში, ახლობელში, თანამშრომელში  მისი საზრისის ძიებას, მას მხოლოდ უარესს, მოსაწყენს, იმედგაცრუებულს გახდით და თანდათან უფრო მძაფრდება ეს იმედგაცრუება,  მაგრამ თუ  ადამიანში, დაინახავთ თუნდაც ნაპერწკალს მისი კარგი თვისებებისაც  მოდით, ხელი შეუწყვეთ, დაუშვით მისი არსებობა და როგორც დიდებული ვიქტორ ფრანკლი იტყოდა, ამ შემთხვევაში თქვენ აიძულებთ მას გახდეს ისეთი, როგორიც, პრინციპში, შეუძლია რომ იყოს....

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×