რეზონანსი
12.02.2024

"საქსტატმა" 2023 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ახალი შეფასებით, წინა წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ის ნაცვლად 7.5%-ით გაიზარდა.

ასევე შეცვლილია წინა წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც და 2022 წელს ზრდა 10.4%-ის ნაცვლად 11% იყო, ასევე შეიცვალა 2021 წლის ზრდის მაჩვენებელიც და ის 10.5%-ის ნაცვლად 10.6% იყო.

სხვა ცვლილებებთან ერთად გადაიხედა 2020 წლის რეცესიის მაჩვენებელიც, რომლის თანახმადაც ეკონომიკა 6.8%-ის ნაცვლად 6.3% იყო, 2019 წელს კი 5%-ის ნაცვლად 5.4% იყო.

საქსტატის განმარტებით მათ მიერ წინა წლების ეკონომიკური პარამეტრების გადახედვა მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული და ის ყოველ 5 წელში არის რეკომენდებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×