რეზონანსი
12.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და აქედან გამომდინარე, ეჭვი ეპარება, რომ ოპოზიციას ცხრა რეკომენდაციის შესრულება სურს.

„არ მგონია, მათი მხრიდან რაიმე სერიოზული წინადადება იქნება, თუმცა შეგვიძლია, მათ ინიციატივებს დაველოდოთ. საერთო ქართულ მომავალ სწორედ ეს ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა, მუდმივად ცდილობდნენ, ქვეყანას სტატუსი არ მიეღო და 12 რეკომენდაციის შესრულებისას პირიქით პროდუქტიული როლი არ შეასრულეს", - განაცხადა მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, ბოიკოტში მყოფი „ლელო" ყოველგვარ ზღვარს გაცდენილია და „ნაცებსაც" კი გადაასწრეს.

„მათგან კარგს არაფერს ველოდებით", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×