რეზონანსი
12.02.2024

იმისათვის რომ ქვეყანა სტიქიურ მოვლენებს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სისტემას აძლიერებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ამ მიმართულებით უწყების გეგმებზე „ქრონიკას" ესაუბრა.

„მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება საფრთხის რუკების შედგენა, რაც პირველად კეთდება ქვეყანაში. ეს მოგცემს საშუალებას შემდგომი მაღალი რისკ-ზონები განვსაზღვროთ და იქ შესაბამისი ღონისძიებები დავგეგმოთ.

შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოსალოდნელი ამინდის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას და შესაბამის სამსახურებს. გვაქვს კონკრეტული გეგმები წელს და ეს შეეხება, როგორც მყინვარული ხეობების პირველად შეფასებას, ასევე მაღალი რისკის ზონებში მდინარეებში ვგეგმავთ ადრეული გაფრთხილების სისტემების მონტაჟს", - განმარტავს შამუგია.

გასულ დღეებში ქვეყანაში განვითარებულ სტიქიურ პროცესებს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ზარალი კი რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×