რეზონანსი
12.02.2024

აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკას"განუცხადა.

მისივე თქმით, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე შესაბამის კომპენსაციას სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი მიიღებს.

„ყველა მიმართულებით გახსნილია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე შიდა სასოფლო გზები. დარჩენილი მონაკვეთები უახლოეს საათებში გაიხსნება.

უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი. გეოლოგთა ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ყველა ოჯახს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია და უსაფრთხო საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილი", - აღნიშნა რიჟვაძემ.

აჭარაში 6 თებერვალს სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×