რეზონანსი
12.02.2024

საქართველოს პარლამენტში მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ასეთ ხედვას, რომ გაუმჯობესდეს როგორც სახელმწიფო სერვისები, ასევე გამჭვირვალობის ხარისხი გადაწყვეტილებების მიღების გარკვეულ ეტაპზე. მოსაწონის გარდა აქ არაფერი შეიძლება ითქვას ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკაში" განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით ჩატარებული მთავრობის პირველი სხდომა იყო საშუალება, საზოგადოებას მოესმინა ახალი პრემიერის ხედვა იმ მიმართულებების შესახებ, რომლებიც გააუმჯობესებს დემოკრატიის სტანდარტებს.

„მეტი გამჭვირვალობა და ბიუროკრატიული მანქანის მეტად ეფექტიანობა ნამდვილად იქნება ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია იმ გამოწვევების საპასუხოდ, რაც 21-ე საუკუნეში დემოკრატიულ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს. აქ ახალი არაფერია. რეალურად, ის გზა, რასაც „ქართული ოცნება" აქამდე ადგა, გამჭვირვალე საფუძვლებს ეყრდნობოდა, მათ შორის ინფორმაციის საჯაროობისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით. არაერთი კანონმდებლობა გვაქვს დახვეწილი ან ახალი მიღებული ამ კუთხით. თუმცა, არის გარკვეული შეფერხებები", - განაცხადა ბითაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×