რეზონანსი
12.02.2024

საქართველოს დელეგაცია ამ ფორმატში პირველად იღებს მონაწილეობას. მსგავსი ფორმატები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ გაიხსნა და ეს ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, რომ დავესწროთ იმ განხილვებს, თუ როგორ უყურებენ ევროკავშირის ქვეყნები შიდა ეკონომიკას, დასაქმებას, ერთიანს საბაზრო სავაჭრო სივრცეს და ამ ფორმატებში ჩავერთოთ როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მმართველობის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენციის (SECG) შესახებ საუბრისას.

„საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილში მივისწრაფვით იმისკენ, რომ გავხდეთ ევროკავშირის ერთიანი ბაზრის, სივრცის ნაწილი. ზუსტად ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორც ხედავს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიან ეკონომიკას", - განაცხადა სონღულაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელშია. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი მონაწილეობენ ევროპარლამენტში ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციის, მმართველობის შესახებ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში რომელიც წევრ ქვეყნებს და კანდიდატებს აერთიანებს. ორი დღის განმავლობაში საუბარი იქნება ეკონომიკურ მიმართულებებზე, გამოწვევებსა და მიზნების ერთად მიღწევის შესაძლებლობებზე, რაც მეტი სტაბილურობისა და კეთილდღეობას მომტანი უნდა იყოს ევროკავშირის წევრებისთვისა და პარტნიორებისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×