რეზონანსი
12.02.2024

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ზმიევის თემში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა და ერთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოკუპანტებმა ზმიევის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები განახორციელეს. მაშველებმა სასტუმროს შენობაში, რესტორანსა და 3 მსუბუქ ავტომობილში ხანძარი ჩააქრეს", - აღნიშნა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, დაცვის დაშავებულ თანამშრომელს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. თავდასხმების შედეგად დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლები, დასასვენებელი კომპლექსის სამსართულიანი შენობა და რესტორანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ძალების ცნობით, 9 თებერვლის ღამეს რუსებმა უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 16 დრონით შეუტიეს, აქედან 10 უკრაინელებმა გაანადგურეს.

„საბრძოლო მუშაობის შედეგად, 10 „შაჰედი" განადგურდა მიკოლაივის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში", - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×