რეზონანსი
12.02.2024

საპროტესტო აქცია და ჩაშლილი სასწავლო პროცესი ხაშურის მუნიციპალიტეტში - ვაყის და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებენ. პროტესტის ამ ფორმით მშობლები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ, რადგან სკოლის შენობა, რომელიც ავარიულად გამოცხადდა, უკვე მეორე წელია დაკეტილია. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ის რეაბილიტაციას ექვემდებარება.სკოლის 200-ზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს ყოველდღიურად მეზობელ სოფელში, გომის სკოლაში უწევთ სიარული.

"გვპირდებიან ხან რეაბილიტაციას, ხან თავიდან აშენებას, მაგრამ არაფერი პასუხი არ არის. გვიწელავენ დროში...სასწავლო პროცესი შეჩერებულია, არ დადიან ჩვენი ბავშვები სკოლაში. ალტერნატივა რაც შემოგვთავაზეს, გომის სკოლა, უარეს მდგომარეობაშია," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

მშობლები ხელისუფლებას ვადას კვირის ბოლომდე აძლევენ. თუ ვერ მიიღებენ პასუხს კითხვაზე, რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ვაყის სკოლასთან დაკავშირებით, ცენტრალური გზის გადაკეტვას გეგმავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×