რეზონანსი
13.02.2024

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის იმ ფუნქციების განმახორციელებელი, რაც მას კონსტიტუციამ დააკისრა. ის უფრო მეტად მოტივირებულია, რომ პოლიტიკური აგიტაცია გასწიოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომელიც რადიკალური სახით ოპოზიციაშია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი აქტივობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„საკმაოდ დიდი ხანია, რაც თავისი შინაარსობრივი ფუნქციების შესრულებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი აღარ არის, რადგან ის თავის ფუნქციას სრულიად სხვა დანიშნულებით ასრულებს. აღარ არის იმ ფუნქციების განმახორციელებელი, რაც მას კონსტიტუციამ დააკისრა. ის უფრო მეტად მოტივირებულია, რომ პოლიტიკური აგიტაცია გასწიოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის, რომელიც რადიკალური სახით ოპოზიციაშია. როგორც ჩანს, მისი ბოლოდროინდელი აქტივობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს არის ოპოზიციის ნაწილის მიერ გაცხადებული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ახალი ალტერნატიული ცენტრის შექმნის მხარდაჭერა მოხდეს. ამას ემსახურებოდა არაერთი განცხადება. იმ ფონზე, როცა ევროკომისიამ საქართველოს სტატუსი მიანიჭა, მანამდე სალომე ზურაბიშვილი დადიოდა და ქადაგებდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს. ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს ყველაფერი იმდენად გაშიფრულია, რომ ყოველგვარი ეფექტი დაკარგული აქვს“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×