რეზონანსი
13.02.2024

ერთადერთი მოლოდინი, რაც პრეზიდენტის მიმართ გამაჩნია არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრება, იმის მანიშნებელია, რომ ის კონსტიტუციის დარღვევას აგრძელებს.

„აგერ უკვე სასამართლომაც დაადასტურა, რომ [სალომე ზურაბიშვილი] არღვევს კონსტიტუციას. აგრძელებს ამ პრაქტიკას, რომ დაარღვიოს კონსტიტუცია, თუმცა ეს ჩვენთვის სიახლე აღარ არის და აღარავის გვიკვირს. დაარღვევს კიდევ ერთხელ მორიგ ჯერზე. არავითარი მოლოდინი პრეზიდენტის მხრიდან არაფრის მიმართ არ მაქვს. ერთადერთი მოლოდინი რაც გამაჩნია პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ შეკრებს რადიკალურ ოპოზიციას, გახდება მათი შტაბის არაფორმალური უფროსი და პრეზიდენტის ინსტიტუტს გამოიყენებს არჩევნების დისკრედიტაციისთვის, იმიტომ რომ აპრიორი ახლავე იცის, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს წააგებს“, - განაცხადა დავითულიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×