რეზონანსი
13.02.2024

რუსეთი იმუქრება, რომ  "უკიდურესად მკაცრ პასუხს" გასცემს, თუ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ასობით მილიარდი დოლარის გაყინულ რუსულ აქტივებს ჩამოართმევენ.

„ეს არის ქურდობა. ეს არის რაღაცის მითვისება, რაც თქვენ არ გეკუთვნით“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა და იმუქრება, რომ საპასუხო ზომები იქნება "უკიდურესად მკაცრი", თუმცა არ აკონკრეტებს, რას იზამს კრემლი. 

ცნობისთვის, ევროკავშირმა დაამტკიცა რეგულაცია, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ევროსაბჭოს განცხადებაში  ნათქვამია, რომ ისინი ვინც რუსეთის ცენტრალურ ბანკში  მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ვალდებული არიან ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე აღრიცხონ. გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ ამ  მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში გარკვეული ფინანსები შეიტანოს, რაც უკრაინის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×