რეზონანსი
14.02.2024

სპორტსმენი, მსახიობი და პოლიტიკოსი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მისი მეგობარი, მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი მძიმედ განიცდის მის გარდაცვალებას: 

„შეძრული ვარ, სოსო ჩემი სულის ნაწილია, ჩემი მეჯვარე, შვილის ნათლია. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. სოსომ იცოდა დახმარება და გვერდში ამოდგომა.

ერთმანეთი „ნატვრის ხის“ სინჯებზე გავიცანით, დავახლოვდით და მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა არ შეწყვეტილა. ახლობელი ადამიანი დავკარგე. ბევრი სახალისო წუთი გაგვიტარებია ერთად. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი.

ბოლოს 2024 წლის 00:10 წუთზე დაგვირეკა. მოგვილოცა. უფრო სწორად, მეგონა, მოსალოცად დარეკა, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაცნაირად დაგვემშვიდობა. არ უნდოდა გატეხილი გვენახა. კარგად გავხდები, ამოხვალთ ჩემთან და... ცოტა ხანში შევხვდებითო, ამ ფრაზით დამემშვიდობა. რამდენჯერ მოვინდომე, ავალ, ვნახავ-მეთქი, დავრეკავდით და, მოდი, დღეს არაო, არ გვენახვებოდა...

კარგი ქართველი კაცი იყო, კეთილი, უბოროტო, არ იყო ავყია, სიკეთის გაკეთებისთვის იყო მომართული. ჩემს გონებაში ასეთი სოსო დარჩება“, - განუცხადა "კვირის პალიტრას" ზაზა კოლელიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×