რეზონანსი
14.02.2024

მმართველი გუნდის წევრები საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის წარმომადგენლების დაკვირვების მიზნით მოწვევის საკითხს ეხმიანებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინტერესია, არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში მშვიდი ვითარება იყოს.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანია არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით.

„ჩვენი მიზანია, რომ ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს მაღალი სტანდარტით და იყოს გამორჩეული ამ თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის თვალსაზრისით. საინტერესო ფაქტორია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჩვენებს, რომ მათ ეშინიათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ვინაიდან მათ არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის რეალური მიზანი. ისინი დემოკრატიულ პროცესებს გაურბიან, მათ შორის, გაურბიან არჩევნებს და აქედან არის განპირობებული მათი ისტერია და შიში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ არჩევნებსაც სამართლიანად ჩავატარებთ, არჩევნებშიც სამართლიანად გავიმარჯვებთ და ამ შედეგების აღიარება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×