რეზონანსი
14.02.2024

დადგენილი პრაქტიკაა რომ ერთმანეთს არ ვენდობით და საერთაშორისო ვიღაცამ უნდა გვითხრას, კარგად ჩატარდა არჩევნები თუ - ცუდად, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ეუთო/ოდირის წარმომადგენელების საქართველოში მოწვევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, ეს სულ მნიშვნელოვანი იყო და წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ დაძაბულობის და პოლარიზაციის პიკზე. თან ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დასკვნები გვქონდეს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

მთავრობა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, წერილი უკვე გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×