რეზონანსი
14.02.2024

ირაკლი ქადაგიშვილი მთავრობის მიერ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლების მოწვევას გამოეხმაურა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ორგანიზაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაგზავნილი წერილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ყოველ ჯერზე საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით მოქმედებს.

„ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როდესაც ხელისუფლება მიჰყვება გაწერილ გეგმას, მაგრამ ოპოზიცია წინსწრებად იწყებს აჟიოტაჟის ატეხვას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უსაფუძვლობას და იმ ბლეფს, რასაც ოპოზიცია და მისი პროპაგანდისტული საშუალებები მიმართავენ ხოლმე ყოველ ჯერზე საქართველოს ინტერესების დაზიანების მიზნით“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.

მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, წერილი უკვე გაუგზავნა. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×