რეზონანსი
15.02.2024

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" საქმის კეთება არ შეუძლია და მხოლოდ ილანძღება.

„რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ და არა ბინძური კამპანიაც არ უნდა აწარმოონ „ლელოს" წინააღმდეგ, ვერ აგვაღებინებენ ხელს ჩვენს გეგმებზე: გავუშვათ რუსული ხელისუფლება, პენსია ქვეყანაში გახდეს 1000 ლარი, თითოეულ სტუდენტს, კურსდამთავრებულს ჰქონდეს გარანტია, რომ სახელმწიფო მას უზრუნველყოფს ანაზღაურებადი სტაჟირებით, რაც გახდება მისი ღირსეული დასაქმების გარანტი. ვერ აგვაღებინებენ ხელს საქართველოს დაცვის აქტის მიღებაზე, რომ შეიზღუდოს საქართველოში მზარდი რუსული ექსპანსია, რუსული მავნე გავლენები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკის ოკუპანტის ინტერესებზე ჩამოკიდება და დამოკიდებულება. ვერ აგვაღებინებენ ხელს იმაზე, რომ ავაშენოთ ანაკლია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. იდგნენ და ილანძღონ, მეტი მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. საქმის კეთება მათ არ შეუძლიათ. ეს ძალიან მძიმეა ამ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ 12 წელი ჰქონდა ამ ძალას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაეყვანა განვითარების სულ სხვა ეტაპზე", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთადერთი მიღწევა პრემიერობის დროს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა.

„რით იწონებს თავს ღარიბაშვილი? მისი ერთადერთი მიღწევა პრემიერობის დროს არის ის, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაიწყო პირდაპირი ფრენები. რამე დიდი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მნიშვნელოვანი ინვესტორი შემოიყვანა ამ ქვეყანაში, სამუშაო ადგილები შექმნა თუ რა მიღწევა აქვს? რუსული კანონი დააინიცირეს პარლამენტში და მოუწიათ უკან წაღება. ჩავარდნილი და წაგებული იმპიჩმენტი დაიწყეს, ეს არის მათი მიღწევები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×