რეზონანსი
15.02.2024

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას თურქეთის პრეზიდენტის - საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტების ორგანიზებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაქან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებზე უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

"დღეს, როგორც პირისპირ, ისე დელეგაციების გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრისას, პატივცემულ კოლეგასთან განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული დინამიკური დღის წესრიგის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ხაზი გავუსვით მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას თურქეთის პრეზიდენტის - საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტების ორგანიზებისთვის", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×