რეზონანსი
16.02.2024

ვხედავთ, როგორ იმართება გარედან პროცესები. დავით კეზერაშვილი თავს აფარებს ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას. კრიმინალს რომ თავშესაფარი აქვს ევროკავშირის ტერიტორიაზე, ეს თავისთავად მძიმე ფაქტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავშესაფარს იყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ვითარება არიონ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შესაბამის ქვეყნებს, კრიმინალები არ დაუშვან, მათ შორის ისეთი კრიმინალები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების თაღლითობით ითბობენ ხელს. ეს ადამიანი თავს აფარებს მათ ქვეყანას. ეს ადამიანები თავშესაფარს იმისთვის იყენებენ, რომ საქართველოში ვითარება არიონ. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეული გეგმები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში ისე, როგორც არასდროს, მკაფიოდ თქვას, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ისეთ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×