რეზონანსი
16.02.2024

„ქართული ოცნება“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემის მემკვიდრე, უბრალოდ სახელებია შეცვლილი, სააკაშვილის მაგიერ არის ივანიშვილი - პოლიტიკური სისტემა, მიდგომები, ტექნოლოგიები, მოსმენები, სასამართლო, პოლიტიკური პოლიცია, უშიშროება, სუსი, „კუდ-ი-მუდი“ ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი, უბრალოდ, პირამიდის თავში აქტორებია შეცვლილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი კორუფციას რეალურად ვერ დაუპირისპირდება, რადგან პირამიდის თავში სწორედ ის არის. გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს კორუფციის არსებობა ქვეყანაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება.

„პირამიდის თავში არის ბიძინა ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა რომ შეინარჩუნოს თავისი მმართველობა, მას ტექნოლოგიურად სჭირდება კორუფციის არსებობა ქვეყანაში. კორუფცია სასამართლოში, პროკურატურაში, მარჯვენა ხელფასები - ფულით მართავს ბიძინა ივანიშვილი, შესაბამისად, ეს ყველგან არის დაშვებული.

მე ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, კორუფციული ფულის დიდი ნაწილი მიდის ბიძინა ივანიშვილის ფონდებში და ოფშორებში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ მისი ერთ -ერთი პრობლემა არის კორუფცია და ცდილობს, რომ რაღაცნაირად ეს თემა შეარბილოს წინასაარჩევნოდ - ტექნოლოგიური ბრძოლაა მათი მხრიდანაც.

როგორ ხდება ეს ამბავი ?! - ადამიანს კორუფციაში ადანაშაულებენ, ეუბნებიან, მადლობა კორუმპირებული რომ იყავი და კარგად იყავიო ? ამას უნდა მოჰყვეს თანამდებობიდან გათავისუფლებები, საქმეები, ბევრი ადამიანი შეიძლება დაპატიმრებული იქნას - არის ამის გამკეთებელი „ქართული ოცნება“? თუ შენ ამბობ ადამიანზე, რომ ის არის კორუმპირებული და ქვეყანას მოჰპარა 100 მილიონი, ეს 100 მილიონი სახლში უნდა წაიღოს და ბოდიში მოვუხადო და კიდე გუნდრუკი ვუკმიოთ, რომ რა კარგი იყავიო? რაღაც ნაბიჯი ხომ უნდა გადადგას პროკურატურამ, სასამართლომ, გამოძიებამ, ანტიკორუფციულმა? - ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ პირამიდის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ 2024 წელს დაამთავროს ეს მანკიერი სისტემა, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო“,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×