რეზონანსი
16.02.2024

„გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, არ სჯერა გეგმის, რომლის შესახებაც „ხალხის ძალის“ განცხადებაშია საუბარი. ამასთან, ხვიჩია აღნიშნავს, რომ „ხალხის ძალას“ შესაძლოა, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს.

საუბარია „ხალხის ძალის“  განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი საზრუნავი „ნაცმოძრაობის“ ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა. გეგმის სათავეში სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული“.

„მათ ჩემზე მეტი ინფორმაცია შეიძლება, ჰქონდეთ – შიდა ამბიდან გამოსული. ბოლოს და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი მათი გუნდის ნაწილი მგონია და თავად უკეთესად იციან, რას იზამს ქალბატონი სალომე მათთანვე შეთანხმებით. ამ გეგმის არ მჯერა. მგონი, ქალბატონ სალომეს დასვენება უნდა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ შუაშისტური პარტიის შექმნის საკითხზე კომენტირებისას ასევე აღნიშნა:

„გახარიების შემთხვევაში, საქმე მარტივადაა. ისინი ცდილობენ, რამენაირად მოიგონ ბიძინა ივანიშვილის გული, მაგრამ ის არ იკარებს. „ლელოს“ რაც შეეხება, ცოტა ხანი ასე ივლიან, გაარკვევენ, რომ „ნაცების“ გარეშე არანაირი პერსპექტივა არ აქვთ და საბოლოო ჯამში, „ნაცებში“ შესასვლელად ფულს გადაიხდიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×