რეზონანსი
16.02.2024

მმართველი გუნდი ცდილობს, რიხიანად ილაპარაკოს და ამბობენ, იმაზე მეტ მანდატს ავიღებთ, ვიდრე გვაქვსო, ეს წინასაარჩევნო ბაქიბუქია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჯერ კარგ ფორმაში არ არის, ერთმანეთს ლანძღავს და ერთმანეთს არ ინდობს.

„წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა ბაქი-ბუქობს. ვისაც რა შეუძლია და რა არ შეუძლია, ყველაფერს იბრალებს, მათ შორისაა „ქართული ოცნებაც“. მმართველი გუნდი ცდილობს, რიხიანად ილაპარაკოს და ამბობენ, იმაზე მეტ მანდატს ავიღებთ, ვიდრე გვაქვსო. რა თქმა უნდა, ეს არის წინასაარჩევნო ბაქიბუქი. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, როგორც ჩანს, ხმებს შემოდგომაზე დავითვლით. ოპოზიცია ჯერ კარგ ფორმაში არ არის. ოპოზიცია ერთმანეთს ლანძღავს და ერთმანეთს არ ინდობს. ჯერ ზამთარი არ დამთავრებულა და იმედია, უკეთესს ფორმაში ვიქნებით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×