რეზონანსი
16.02.2024

დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივ მისაღებში „ნაციონალური მოძრაობის“ და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან, სადაც დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და კამპანია გაგრძელდება მთელი  საქართველოს მასშტაბით;

„მნიშვნელოვანია ხელმოწერების შეგროვება პრეზიდენტ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ დღეს კი არ დაიწყო, არამედ დიდი ხანია ვითხოვთ ამას. მაქვს მოლოდინი, რომ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთოს ქვეყნისთვის სასიკეთო რამ და გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი. დღეს მეც და ყველანი, ვინც ახლა აქ ვართ შეკრებილები ყველას სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. დღეს მიხეილ სააკაშვილი რომ თავისუფალი იყოს, „ქართული ოცნება“ ისე ვერ იქნებოდა როგორც არის და ჩვენც, საქართველოს მოსახლეობა ასეთი გაჭირვებული არ ვიქნებოდით.“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა, იზა მაჭარაშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×