რეზონანსი
16.02.2024

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტენსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სააგენტოს ცნობითვე, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×