რეზონანსი
18.02.2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუ თქმით, აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს ზავის შესახებ, ვიდრე „ჰამასი" თავის მოთხოვნებს არ შეცვლის.

„ჩვენი სამხედრო ზეწოლა მუშაობს, ჩვენ ვუახლოვდებით „ჰამასს" ტერორიზმის დედაქალაქ ხან იუნისში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ იმ ადგილებს, რომლებსაც მტერი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მივაღწევდით. ვინც გვეუბნება, რომ რაფაჰში არ ვიმოქმედოთ, ის გვეუბნება, რომ ომი წავაგოთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრმა პალესტინასთან შეთანხმების მიღწევის გზებზეც ისაუბრა.

„პალესტინასთან შეთანხმების მიღწევა მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი, წინაპირობების გარეშე", - აღნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×