რეზონანსი
18.02.2024

გასაგებია, რომ არის ხალხი ოპოზიციაში, ვისაც აქვს დაუოკებელი წყურვილი ხელისუფლებაში მოსვლის, ეს თავისთავად ბუნებრივი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ამ ხალხისთვის ხელისუფლებაში მოსვლის ამოცანა უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე საქართველოს, ამ ქვეყნის ამომრჩევლის ინტერესი, ეს არის ყველაზე მეტად დასანანი და ცუდად აღქმული საზოგადოების მხრიდან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთი მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკური გუნდი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა", აცხადებს პრეტენზიას, რომ ხელმეორედ დაბრუნდეს ხელისუფლებაში სხვა სახელწოდებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„დაუშვებელია ყველასთვის, ვისაც ახსოვს, რა იყო საქართველოში 2012 წლამდე. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ არავითარი დისტანცირების რეალური პერსპექტივა ამ ხალხს არ გააჩნია. სულაც რომ 2012 წელს შეეცვალა „ნაციონალურ მოძრაობას" სახელწოდება, ეს რა, იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის და აღარ არის პასუხისმგებელი იმ დატრიალებულ ამბებზე? როგორ გეკადრებათ", - განაცხადა სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×