რეზონანსი
18.02.2024

ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ვფიქრობ, რომ სათანადოდო და სწორად დაიცვას ქვეყნის ინტერესებს და კონკრეტული გზავნილებით და შედეგებით ჩამოვა", - განაცხადა წილოსანმა.

პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი ბრიუსელში - 20 თებერვალს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება. სხდომას უხელმძღვანელებს ევრო კავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება. შეხვედრაზე ისაუბრებენ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გზაზე, რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×