რეზონანსი
18.02.2024

როდესაც ქართველ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი, ეს სწორი არ არის, ამას უნდა დაანებონ თავი და საკუთარი ქმედებები, იდეოლოგია, მსოფლმხედველობა უნდა მოიყვანონ შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან და არა პირიქით, ბრძანებებს გასცემდნენ ქართველი ერის მიმართ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ასე მუშაობს დემოკრატია და ამისგან განსხვავებულია ზურაბიშვილის მისწრაფება, სურვილებიც და პოლიტიკაც. მეჩვენება, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანიც არის, მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობის მიღმა ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, ვისთვისაც, მაგალითად, იყო მისაღები და დასაშვები, რომ საქართველოს ინტერესზე მაღლა დაეყენებინა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი, როგორც ჩანს, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია, ასეც შეგვიძლია ვთქვათ, რადგან გასაგებია, რომ როდესაც ერთი და იგივე რიტორიკა წარიმართება და ერთსა და იმავენაირად დამაზიანებელი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მათ ერთიანობაზე მეტყველებს", - განაცხადა სარჯველაძემ.

„იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს. კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან" (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×