რეზონანსი
18.02.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ობრაიენს შეხვდა. ქართველ დიპლომატთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ობრაიენი ეხმაურება.

„როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×