რეზონანსი
19.02.2024

17 თებერვალს ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ, კერძო ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს წითელმუცელა მცურავების (Dolichophis schmidti) გამოსაზამთრებელი ადგილი აღმოაჩინეს.

კერძო მესაკუთრის დახმარებით ადგილზე ჩავიდნენ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი ("ორკინი - საქართველოს" ველური ბუნების მენეჯერი) და ილიაუნის მკვლევრები და სტუდენტები: გიორგი იანქოშვილი, იოანე როსტიაშვილი, ანდრო სოლომანაშვილი, ალისა სანაკოევა და მარი წულაია. სამუშაოების დროს ამოიყვანეს 136 წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), 1 წენგოსფერი მცურავი (Platyceps najadum) და 1 წყლის ანკარა (Natrix tessellata).

მკვლევრებმა სარდაფში გაზომეს ტემპერატურა, ტენიანობა და შემდეგ გველები მსგავს გარემოში, ერთ-ერთის აგარაკზე, უსაფრთხოდ გამოსაზამთრებლად გადაიყვანეს.

,,ამდენი და მეტი გველიც ბინადრობს და სულ ბინადრობდა ჩვენ გარშემო, რაც ბუნებისთვის და ეკოსისტემისთვის აუცილებელია. თუმცა ასე, ერთ სივრცეში ამდენი ინდივიდის ნახვა ძალიან იშვიათია, იმიტომ კი არა, რომ გველები ცოტანი არიან, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გაგვირბიან და იმალებიან“, - ამბობს ,,რადიო თავისუფლებასთან“ გიორგი იანქოშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×