რეზონანსი
19.02.2024

კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრება, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის საგანი გახდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც პოლარიზაცია მთავარი პოლიტიკური პრობლემაა, კოალიციური მთავრობა ჩიხიდან გამოსავალი უნდა იყოს. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მომავალზე ფიქრის ნაცვლად, პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს და ეს განცხადებაც ამის დასტურია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებები შინაარსობრივად ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

მისივე განცხადებით, პრეზიდენტი თავის მოწოდებებით კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში პოლარიზაციას.

"დღითიდღე ცხადად წარმოაჩენს შეუთავსებელ პოზიციას. პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია გახლავთ ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს. უბრალოდ, რა განსხვავებაა ზურაბიშვილის ამ განცხადებებსა და "ნაციონალური მოძრაობის რომელიმე აქტივისტის განცხადებებს შორის, ეს შეგრძნება დაკარგულია. მძიმე შესახედია, ეს ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ, ეს არ იქნება მისი ბოლო განცხადება, როდესაც ეცდება, რომ გააღრმაოს პოლარიზაცია", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში პოლარიზაციის დასასრულებლად, კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ონლაინგამოცემა "ევროაქტივთან" ინტერვიუში გააკეთა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×