რეზონანსი
19.02.2024

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ქვეყანაში სტაბილური პროცესების დამკვიდრებას უწყობს ხელს.

მისივე თქმით, არცერთ წამყვან ქვეყანაში არ ხდება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფუნქციონირება ოპოზიციაზე იყოს დამოკიდებული.

"ეს არის დემოკრატიის პრინციპი, ეს არის პრინციპი, რომელიც ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ოპოზიციის წუხილის საპირისპიროდ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან, რომ არ არსებობს არცერთი წამყვანი ქვეყანა, სადაც ოპოზიციის საბოტაჟზე იყოს დამოკიდებული ასეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სტაბილური პროცესი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტი დღეიდან საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს უბრუნდება. მესამე მოსმენით, საკითხზე მსჯელობას კანონმდებლები რამდენიმე საათში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე აპირებენ. ცვლილებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევას ეხება.

სიახლე მიუღებელია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით რეალურად არაფერი იცვლება და მისი მიღება ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება. ყურადღება მახვილდება ლეგიტიმაციის პრობლემაზეც. უსაფუძვლოს უწოდებს ოპოზიციის კრიტიკას მმართველი გუნდი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×