რეზონანსი
19.02.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მათი მიზანია საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით ცესკოს დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ცესკოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული, ცესკოში პროცესები მიმდინარეობდეს პროფესიული წევრების კომპეტენციის შესაბამისად და არა პარტიული წევრების მიერ. ჩვენ ამ ცვლილებებით რეალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ცესკო იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებებს მივიღებთ და შემდგომ უკვე შევძლებთ, რომ ეს გავუგზავნოთ საქართველოს პრეზიდენტს, თუ ის ხელს მოაწერს, ხომ კარგი, თუ არა და ვეტო დაძლეული იქნება“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება. დეპუტატები პროექტზე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ეხება, მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×