რეზონანსი
19.02.2024

თბილისში, 24 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ჯემალ სირაძეა, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

არსებული ინფორმაციით, სირაძე ყაზბეგში, ლარსის გამშვებ პუნქტთან ახლოს დააკავეს, გამორიცხული არაა, რომ ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

"საქმის მასალები არ მაქვს, სანამ საქმის მასალებს არ ავიღებ არ გავეცნობი რა ხდება იქ, იქიდან გამომდინარე მე საერთოდ არავის არც ინტერვიუს მივცემ. ყაზბეგში რომ დააკავეს, ყაზბეგში რომელ საათზე წავიდა ისიც უნდა გაიგოთ, ინფორმაცია, [მიმალვის მიზნით ყაზბეგში არ წასულა?] არა. არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ გუშინ პირველ საათზე ღამე შევიდა განყოფილებაში", - ამბობს ადვოკატი.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი - 1983 წელს დაბადებული გ.ზ. მას გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×